ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების, ასევე სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები, სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობები) კვლევისა და შეფასების მიმართულებით.
ჩვენი გუნდი ახორციელებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ნაგებობების დეტალურ შესწავლას, მათი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის დეტალურ ანალიზს. რეკონსტრუქციისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით.
ამასთან ერთად ვახორციელებთ აგრეთვე თანამედროვე სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის და მდგრადობის კომპლექსურ შეფასებას. რეკონსტრუქციისათვის ეფექტური საინჟინრო გადაწყვეტილებების შეთავაზებას.